ჩილეში მილიონობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერებმა მდინარე მაიპო დააბინძურა, რომლიდანაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 4 მილიონ ადამიანს წყლის მიწოდება შეუჩერა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე რაიონში საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ზოგიერთი რაიონი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
წყალდიდობების და მეწყერების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები