ერაყის საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ტერაქტების საპასუხოდ, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. შესაბამისი ბრძანება სამხედროებს ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მისცა. ამის შესახებ „როიტერი’ იუწყება.
„ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტერორიზმს, რომელიც ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს ანადგურებს. სწორედ ამიტომ ჩვენ იერიში მივიტანეთ ტერორისტთა პოზიციებზე სირიის ტერიტორიზე, ქალაქებში ჰოსაიბსა და აბუ-კამალში. ეს ადამიანები ბაღდადში მომხდარ ტერაქტებზე არიან პასუხისმგებლები“, – განაცხადა აბადიმ.
იერიში F16-ის ტიპის თვითმფრინავებმა განახორციელეს. შეტევის შედეგად, ქალაქ აბუ კამალში „ისლამური სახელმწიფოს“  შტაბბინა იყო განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები