ტრამპმა CNN-ს და The New York Times-ს ანეკდოტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ი და გაზეთი The New York Times-ი, რომელთა კორესპონდენტები თეთრ სახლში ბრიფინგზე არ შეუშვეს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა.
ფეიკის ნიუსების მედია სიმართლეს შეგნებულად არ ამბობენ. ეს უდიდესი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. რასაც New York Times-ი და CNN-ი აკეთებენ, სუფთა ანეკდოტია. ძალიან სამწუხაროა!“ – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, პარასკევს თეთრ სახლში დაგეგმილ ბრიფინგზე ტელეკომპანია CNN-ის, ასევე გაზეთების The New York Times-ის, Los Angeles Times-ის და Politico-ს კორესპონდენტები არ შეუშვეს. CNN-მა და The New York Times-მა თეთრ სახლს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს. თავის მხრივ, სააგენტო Associated Press-ის და ჟურნალ Time-ის ჟურნალისტები, რომლებიც ბრიფინგზე შეუშვეს, პროტესტის ნიშნად მას არ დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები