მთიან ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებები მოხდა – არიან დაღუპულები 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებები მოხდა. ბაქო და ერევანი დაპირისპირების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, არიან დაღუპულები. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება ჰოჯავედ-ფიზულის მიმართულებაზე მოხდა, სადაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევა მოგერიებულია. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ერევანში მომხდარს დეზინფორმაციას უწოდებენ და სიტუაციის დაძაბვის მცდელობაში ბაქოს ადანაშაულებენ. „უკვე რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის ხელისუფლება დაპირისპირების ხაზზე მდგომარეობის დაძაბვას ცდილობს და დეზინფორმაციებს ავრცელებს“, – აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები