გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურები ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ

გერმანული სპეცსამსახურები ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ გერმანული გაზეთი „შპიგელი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, თვალთვალში როგორც ვიზუალური დაკვირვება, ასევე სატელეფონო საუბრების მოსმენა შედიოდა.
თვალთვალი „ბი ბი სის“, “როიტერის“ და “New York Times”-ის კორესპონდენტებზე ხორციელდებოდა. გერმანული გაზეთის ინფორმაციით, უცხოური მედიასაშუალებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გერმანიის სპეცსამსახურებს 1999 წლის შემდეგ გაუჩნდა.
საერთო ჯამში, გერმანული სპეცსამსახურები 50 ჟურნალისტის ტელეფონებს უსმენდნენ.
„ბი ბი სიმ“  ახსნა-განმარტებისთვის გერმანიის სადაზვერვო სამსახურს უკვე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები