სირიის ქალაქ ჰომსში აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა

30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის ქალაქ ჰომსში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ტერაქტი უსაფრთხოების ძალების ობიექტების მახლობლად მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის მაღალი რანგის სირიელი სამხედროებიც არიან.
ტერორისტული აქტი ექვსმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი “ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები