აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ტრამპის მიგრაციულ ბრძანებულებას აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრო არაეფექტურს უწოდებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვის შესახებ ბრძანებულებას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
“Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს ამ ბრძანებულების ეფექტურობის შეფასება დაავალა. შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ მოამზადა მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მოქალაქეობა ტერორისტული აქტივობის საიმედო ინდიკატორი არ არის“.
ეს ინფორმაცია შიდა უსაფრთხოების სამინისტროს პრესმდივანმა, ჯილიან კრისტენსენმაც დაადასტურა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მედიაში მოხსენების სრული ვერსია არ გამოქვეყნებულა და ის მოგვიანებით გახდება საჯარო.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლაზე ბრძანებულება მოგვიანებით სასამართლომ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები