სირიელ ოპერატორს, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი, აშშ-ში ჩასვლაზე უარი უთხრეს

სირიელ ოპერატორს, ჰალებ ჰატიბს, რომლის ფილმიც სირიაში მოქმედ ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ ოსკარზე იყო წარდგენილი, აშშ-ში ჩასვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტელეოპერატორს ამერიკული ვიზა ჰქონდა, მაგრამ მას „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბორტზე ასვლაზე,  რომელიც სტამბოლიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, უარი უთხრეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ბოლო მომენტში ჰატიბს შეერთებულ შტატებში ჩასვლაზე უარი უთხრა, ვინაიდან მასზე „გარკვეული ნეგატიური ინფორმაცია“ მიიღო. ამ ტერმინის უკან ძალზე ბევრი გარემოება იგულისხმება – ტერორისტებთან კავშირით დაწყებული,  სავიზო რეჟიმის დარღვევით დამთავრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები