სომხეთში მზის ელემენტების წარმოება იგეგმება

სომხეთში უახლოეს მომავალში მზის ელემენტების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა panarmenian.net იუწყება. როგორც სომხეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აიკა არუთიუნიანმა განაცხადა, ეს რეგიონში პირველი მსგავსი ტიპის საწარმო იქნება.
მისი თქმით, მზის ელემენტების წარმოება სომხეთში 2017 წლის მეორე კვარტალში დაიწყება. საწარმოში 50 ადამიანი იქნება დასაქმებული და იქ 315 მილიონი დრამის ინვესტირება განხორციელდება.
საწყის ეტაპზე იგეგმება მზის ელემენტების გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო შემდეგ მისი ექსპორტირებაც მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები