გერმანიამ ბოლო პერიოდში თურქი დიპლომატებისგან პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ 136 განაცხადი მიიღო

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მან თურქი დიპლომატებისგან პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით 136 განაცხადი მიიღო. ამ განაცხადთა რაოდენობა 2016 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
გერმანიის მაღალჩინოსნები იუწყებიან, რომ თავშესაფრის თხოვნაში არა მარტო დიპლომატები, არამედ მათი ოჯახების წევრებიც ფიგურირებენ.
ცნობისთვის, თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 40 ათასამდე ადამიანია დაკავებული, ხოლო 100 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები