ბაღდადის რამდენიმე რაიონში აფეთქებების და თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სხვადასხვა რაიონში მომხდარი აფეთქებების და თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს სახლს, რომელშიც ტერორისტები იმალებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სახლის შესასვლელთან თავი აიფეთქა, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ორი ტერორისტი სამართალდამცველებმა გაანადგურეს.
ბაღდადის დასავლეთ ნაწილში კი აფეთქება მოხდა ბაზრის ტერიტორიაზე, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი აფეთქება ალ-ხანის რიონში, თევზპროდუქტების ბაზარში მოხდა. აქ ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
გარდა ამისა, ბაღდადის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები