სირიის ქალაქ ელ-ბაბთან აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ელ-ბაბის მახლობლად, ავტომობილის აფეთქების შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქი რამდენიმე დღის წინ თურქმა სამხედროებმა და სირიის ოპოზიციის ქვედანაყოფებმა დაიკავეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. დაღუპულთა უმეტესობა სირიის ოპოზიციური ქვედანაყოფების მებრძოლია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ქალაქი ელ ბაბი თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მას, ბოლო დრომდე, „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ეს დასახლებული პუნქტი ოპერაციის “ევფრატის ფარის“ ფარგლებში დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები