ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა გაზით მოწამლეს, რომელიც ქიმიურ იარაღად ითვლება

მალაიზიის პოლიციამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა – კიმ ჩენ ნამი 13 თებერვალს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში VX-ის ტიპის გაზით მოწამლეს, რომელიც ქიმიურ იარაღად ითვლება. ეს გაზი ნერვულ-პარალიტიკური მოქმედებისაა და ის მასობრივი განადგურების იარაღს მიეკუთვნება.
VX-ის გაზით მოწამვლის შემდეგ, ადამიანი 10-15 წუთში იღუპება. ყველა მგრძნობიარეა მის მიმართ სახის და კისრის კანი. სწორედ სახეზე მიაფარა კიმ ჩონ ნამს ცხვირსახოცი აეროპორტში ერთ-ერთმა ქალმა. ცხვირსახოცი სწორედ ამ მომწამლავი ნივთიერებით იყო გაჟღენთილი.
კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის რვა პირია ეჭვმიტანილი. მათგან ერთი დაკავებულია, ორი- მალაიზიაში, ჩრდილოეთ კორეის საელჩოში იმალება, ხოლო დანარჩენები მიიმალნენ. ასევე, მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ვიეტნამის და მალაიზიის მოქალაქეებიც დააკავა.
მალაიზია და სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ფხენიანი ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები