იემენში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად რვა სამხედრო დაიღუპა

იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ზინჯიბარში თვითმკვლელი ტერორისტი სამხედროებს თავს დაესხა. აფეთქების შედეგად რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ათი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით გადაადგილდებოდა და ის სამხედროების ბანაკის მახლობლად ააფეთქა.
ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ ტერორისტი დაჯგუფება „ალ ქაიდას’ წარმომადგენელი იყო.
ცნობისთვის, იემენში 2015 წელს პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის ერთგულ ძალებს და ამბოხებულ ხუსიტებს შორის სამოქალაქო ომის მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები