ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დაწერა. მან ჰოლანდიელ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები ნიდერლანდების პარლამენტის პალატის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“, – წერს პოროშენკო.
ცნობისთვის, ნიდერლანდები ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია. გასული წლის აპრილში ჰოლანდიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა 61%-მა რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები