დიდ ბრიტანეთში, „ცივი ომის“ დროს აშენებულ ბუნკერში მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში „ცივი ომის“ დროს აშენებულ ერთ-ერთ ბუნკერში პოლიციამ მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა. ბუნკერი თავის დროზე ბირთვული შეტევისგან დასაცავად ააშენეს.
საერთო ჯამში, პოლიციამ ბუნკერში კანაფის ათასი ძირი იპოვა. მისი საერთო ფასი მილიონ ფუნტს შეადგენს.
ბუნკერში, საერთო ჯამში, 20 ოთახია. ის სათბურებად იყო გადაკეთებული და მარიხუანის მოსაყვანად სპეციალური ნათურებით იყო აღჭურვილი. პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.

16997027_10208035430195183_1154985313_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები