ტრამპი აშშ-ის ბირთვული არსენალის გაზრდას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბირთვული არსენალის გაზრდას გეგმავს. სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა საკუთარი ბირთვული უპირატესობა უნდა განამტკიცოს.
„მშვენიერი იქნებოდა, რომ არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა რადგანაც ის არსებობს, მაშინ პირველები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ბირთვული არსენალის გაზრდა ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი იყო. ის აცხადებდა, რომ აშშ-მა ბირთვული პოტენციალი უნდა გაზარდონ, ვიდრე მსოფლიო ბირთვულ იარაღს „სწორად არ შეაფასებს“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება მომგებიანია მოსკოვისთვის და არა შეერთებული შტატებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები