უზბეკეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

უზბეკეთში „ფერგანააზოტის“ ქარხანაში აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აფეთქება ამიაკის საამქროში, სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნა. „ფერგანააზოტი“ სასუქს და სხვა ქიმიურ პროდუქციას უშვებს. მისი აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები