მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში უჩივლეს

უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლეგ კურჩინმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას REN.TV-ი ავრცელებს. კურჩინი სააკაშვილს უკრაინის სუვერენიტეტის შებღალვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
კურჩინის განცხადები, სააკაშვილმა საჯარო გამოსვლისას, რეგიონი, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში მართავდა, შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენია – ოდესის ოლქს მან “სეპარატისტული” უწოდა, ხოლო ყველას, ვინც მას ხელს უშლიდა “სეპარატისტები”.
კურჩინს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ შუღლს აღვივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები