საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ უფროსს ესპანეთის სასამართლომ 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ უფროსს როდრიგო რატოს ესპანეთის სასამართლომ 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის ბანკ Bankia-ს საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ინფორმაციით, რატო ფინანსურ რესურსებს არამიზნობრივად იყენებდა იმ პერიოდში, როდესაც Bankia-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
სასამართლო პროცესი შარშან დაიწყო. ამ საქმეში საერთო ჯამში 66 ადამიანი ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, ამ პირებმა პირადი მიზნებისთვის საბანკო ბარათებიდან საერთო ჯამში 12 მილიონი ევრო დახარჯეს.