უკრაინის სამართალდამცველებმა გატაცებული დეპუტატის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს და გამტაცებლები დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა გატაცებული დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ადგილსამყოფელს მიაკვლიეს და გამტაცებლები დააკავეს. ამის შესახებ ოდესის საოლქო პროკურატურა იუწყება.
ამჟამად გონჩარენკო უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და ჩვენებას იძლევა. მისი გატაცების საქმეზე სამი პირია დაკავებული.
სამართალდამცველი ორგანოების იუწყებიან, რომ ერთ-ერთი გამტაცებლები 2014 წლის 2 მაისს ოდესაში მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპულის მამაა. ის გონჩარენკოს შვილის დაღუპვაში ადანაშაულებდა და შურისძიებას აპირებდა.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო დღეს გაიტაცეს. ის „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრია. დეპუტატი ოდესაში „გადაუდებელ შეხვედრაზე“ ჩავიდა და შემდეგ სატელეფონო კავშირზე აღარ გამოსულა.

a981b01592c89330891bbb87d6257925

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები