ებრაული სასაფლაოს რესტავრაციისთვის აშშ-ში მუსლიმანებმა 90 ათასი დოლარი შეაგროვეს

აშშ-ის მისურის შტატში  მუსლიმანმა აქტივისტებმა 90 ათასი დოლარი შეაგროვეს ებრაული სასაფლაოს აღდგენისთვის, რომელიც ვანდალებმა გაანადგურეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აქტივისტები თავდაპირველად 20 ათასი დოლარის შეგროვებას გეგმავდნენ, მაგრამ შეგროვებული თანხა ბევრად მეტი აღმოჩნდა. შემოწირულობა 3 ათასამდე ადამიანმა გაიღო.
მუსლიმანი აქტივისტები ლინდა სარსური და ტარიკ ალ-მესიდი ფულის შეგროვებას 20 მარტამდე გეგმავენ. შემდეგ კი თანხას, სასაფლაოს აღსადგენად, შესაბამის სტრუქტურებს გადასცემენ. დარჩენილი თანხა  კი სხვა ებრაული ცენტრების აღდგენას მოხმარდება, რომლებიც ასევე ვანდალებმა დააზიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები