მელანია ტრამპი გაზეთ “Daily Mail”-ს სასამართლოში უჩივის

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი გაზეთ “Daily Mail”-ს სასამართლოში უჩივის.  გაზეთი მელანია ტრამპს, ფინანსური მოგების მიღების მიზნით, პირველი ლედის სტატუსის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებდა. გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომ მელანია ტრამპი დაკავშირებულია სააგენტოსთან, რომელიც ესკორტმომსახურებას უზრუნველყოფს.

მოგვიანებით გაზეთმა ეს სტატია საიტიდან მოხსნა. მიუხედავად ამისა, მელანია ტრამპის ადვოკატები მორალური ზარალის ასანაზღაურებლად გაზეთისგან 150 მილიონ დოლარს ითხოვენ. ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ მოსაზრებას, რომ მელანია ტრამპი პირველი ლედის სტატუსით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები