ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის აეროპორტი აიღეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის აეროპორტზე სრული კონტროლი დაამყარეს. აეროპორტი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტად ითვლება. ამჟამად ერაყის სამთავრობო ძალები მოსულის აღებას ცდილობენ, რომლის დასავლეთ ნაწილს ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
აეროპორტის და ალ-გაზლანის ბაზის შტურმი დღეს დილით დაიწყო. ერაყის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ეხმარებოდა.
აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ჯიჰადისტებმა უკან დახევის წინ გაანადგურეს, თუმცა მისი ტერიტორიის დაკავება სამთავრობო ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლა „ბოევიკებს“ სამხრეთ რაიონებთან დამაკავშირებელი გზები მოუჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები