ნორვეგიულ ავიაკომპანიაში ევროპიდან აშშ-ში ბილეთის ფასი 65 დოლარი იქნება

ნორვეგიულ ავიაკომპანია “Norwegian Air Shuttle ASA”- ში ევროპიდან აშშ-ში ბილეთის ფასი 65 დოლარი იქნება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. ამ ფასად შესაძლებელი იქნება ნიუ-იორკიდან დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის რამდენიმე აეროპორტში ჩაფრენა. 65 დოლარი ამ რეისის ყველაზე იაფი ბილეთის ფასი, ხოლო მგზავრობის სტანდარტული ფასი 99 დოლარი იქნება. რეისების დაწყება ივლისიდან იგეგმება.
დღეს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკური რეისის ფასი 655-დან 2755 დოლარამდე შეადგენს.
კომპანია “Norwegian Air Shuttle ASA”-ის საქმიანობა შეერთებულ შტატებში პროტესტებს იწვევს, ვინაიდან მას ფასების ხელოვნურ დაწევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები