მექსიკელმა, რომელიც აშშ-დან გამოაძევეს, თავი მოიკლა

მექსიკის მოქალაქემ, რომელიც აშშ-დან მესამედ გამოაძევეს, თავი მოიკლა. 45 წლის გვადელუპე ოლივას ვალენსია სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, ჩაპარალის მახლობლად უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ვალენსია ყვიროდა, რომ მექსიკაში დაბრუნება არ უნდა და ის აშკარად სტრესში იყო.
ცნობისთვის, ვაშინგტონმა ბოლო დროს მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები