პოროშენკო: აღმოსავლეთ უკრაინაში 2 600 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუს სეპარატისტებთან შეტაკებების შედეგად, 2 600 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ პოროშენკომ კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღე აძლიერებს შეიარაღებას და ეს უკრაინას რეალურ საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, უკრაინას არა მარტო აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც ემუქრება საფრთხე, ვინაიდან რუსეთს ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიებას უკრაინა სამხედროების გმირობის, პატრიოტიზმის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები