ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის აეროპორტის შტურმი დაიწყეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის აეროპორტის შტურმი დაიწყეს. ერაყელ სამხედროებს საერთაშორისო კოალიციის ავიაცია ეხმარება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
მოსულის დასავლეთ ნაწილს ამჟამად “ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკები“ აკონტროლებენ. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მთლიანად განადგურებულია, თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე კონტროლი სამთავრობო ძალებს საშუალებას მისცემს ისლამისტებს სამხრეთ რაიონებთან დამაკავშირებელი გზა გადაუკეტონ, საიდანაც ისინი დახმარებას იღებენ.
აეროპორტის გარდა, ერაყის სწრაფი რეაგირების ძალები ალ-გაზლანის სამხედრო ბაზის აღებასაც შეეცდებიან.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს სამთავრობო ძალები, ხოლო დასავლეთ მოსულს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები