იაპონია მოსკოვს პროტესტს უცხადებს

იაპონიის მთავრობამ რუსეთს პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ კურილიის კუნძულებზე შეიარაღებული დაჯგუფების გაზრდა იგეგმება.
“ჩვენ რუსეთს დიპლომატიური არხებით საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კურილიის კუნძულებზე შეიარაღებული ძალების რაოდენობას გაზრდის, ეს ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იესიხედე სუგამ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ  ამ რაიონში რუსეთის სამი დივიზიის განთავსება იგეგმება და „კურილიის კუნძულების დაცვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“.
იაპონია სამხრეთ კურილიის 4 კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. რუსეთსა და იაპონიას შორის დღემდე არ არის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები