უცნობმა პირებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის ცხედრის გატაცება სცადეს

დაუდგენელმა პირებმა მალაიზიის მორგიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის ცხედრის გატაცება სცადეს. ამის შესახებ გამოცემა “The Guardian” მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის პოლციაზე დაყრდნობით იუწყება.
„ასეთი მცდელობა რამდენჯერმე იყო. ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებულნი ვართ და უსაფრთხოების ზომები გავაძლიერეთ“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, ხალიდ აბუ ბაკარმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა კიმ ჩენ ნამი კუალა-ლიმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. მას ორი ქალი მიუახლოვდა და სახეზე მოწამლული ცხვირსახოცი მიაფარეს. კიმ ჩენ ნამი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები