სარეკლამო კომპანიები ტელეფონის ნომრებს სოციალური ქსელებიდან, JOBS GE -დან და MY AUTO GE- დან მოიპოვებენ – ინტერვიუ გიორგი ბუღაძესთან

პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სარეკლამო კომპანიები სხვადასხვა გზას მიმართავენ – გვირეკავნ, გვიგზავნიან სმს შეტყობინებებს და გვწერენ წერილებს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მონაცემთა ბაზას ისინი უკანონოდ მოიპოვებენ. თუმცა, საინტერესოა რა არგუმენტი აქვთ თავად სარეკლამო კომპანიებს. დღევანდელ ინტერვიუში „კიბერ მარკეტინგის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბუღაძემ დეტალურად გვიამბო ყველა იმ გზაზე, რომლითაც კომპანიები პოტენციური კლიენტების მონაცემებს მოპოვებენ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებლები თავად „ურიგდებიან“ სარეკლამო კომპანიებს და მონაცემებსაც თავად ასაჯაროებენ.

ბ-ნო გიორგი, რა ტიპის ინფორმაციას ფლობენ სარეკლამო კომპანიები ჩვენზე და როგორქმნიან მათ ბაზას?

– მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია, რომელიც აკუმულირებულია ელექტრონული ფორმით. კომპანია შესაძლოა, ფლობდეს ნებისმიერ იმ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებელს განთავსებული და გასაჯაროებული აქვს სოციალურ ქსელში, ე.წ. ონალინ მაღაზიების  და სხვადასხვა საინფორმაციო პორტალების ვებგვერდებზე. აი, მაგალითად, სოციალურ ქსელში შესაძლოა, მობილური ტელეფონი მიუთითოთ, ეს კი სარეკლამო კომპანიისთვის უკვე საჭირო ინფორმაციაა და მისი გამოყენებაც თავისუფლად შეუძლია.

download (2)ამას გარდა, შესაძლოა, დარეგისტრირებული იყოთ My auto ge – ს მსგავს ვებგვერდზე და ყიდდეთ მანქანას. კომპანიისთვის ესეც საჭირო ინფორმაციაა. მან იცის, რომ თქვენ, ავტომობილით სარგებლობთ და ეს ინფორმაცია შესაძლოა, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში გამოიყენოს.

ჩვენ, სარეკლამო კომპანიებს, გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ასეთ მონაცემებს ვიძიებთ. ეს არ არის ჰაკერული პროგრამა, უბრალოდ ერთგვარი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის მოძიება და დაარქივება.

ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად კარგი საშუალებაა დასაქმების ვებგვერდები. მაგალითად, Jobs ge, სადაც სარეკლამო კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ ამა თუ იმ კომპანიის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება. მათ შორის: ვებგვერდის ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის.

გამოდის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში ვანთავსებთშესაძლოა, კომპანიამ სათავისოდ გამოიყენოს? 

– არა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სრულიად კანონიერი გზაა, რადგან ინფორმაცია საჯაროა. მეტიც, სოციალურ ქსელში, სტატუსი – მეგობარი, ნდობით აღჭურვილ პირს სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა, უამრავი მეგობარი გვყავდეს, მაგრამ მათ, როგორც ინფორმაციის წყაროდ, ისე ვიყენებდეთ. ზოგიერთი პროგრამის მეშვეობით, შესაძლებელია ყველა საჭირო ინფორმაციის ამოკრება, მათ შორის: ტელეფონის ნომრის, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს მხლოდ ის ინფორმაცია იქნება, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებს თავად აქვს გასაჯაროებული.

 მართალია, რომ სარეკლამო კომპანიები სხვადასხვა აპლიკაციებს ქმნიან და ამ გზითაცმოპოვებენ  მომხმარებლების ინფორმაციას?

– დიახ, უამრავი აპლიკაციაა, რომელიც ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარება. ალბათ, შეგხვედრიათ ან გსმენიათ, ისეთი აპლიკაციის შესახებ, რომელიც გთავაზობთ, გაიგოთ ვინ იქნებით წლების შემდეგ, ან ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი, ვის უყვარხართ დ ა.შ… პროგრამა გეუბნებათ, რომ თქვენ, მისი სერვისით იმ შემთხვევაში ისარგებლებთ, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდით. ეს შეიძლება იყოს ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ინფორმაცია ფეისბუქმეგობრებზე და ა.შ.

download (3) – თავად თუ შეგიქმნიათ მსგავსი აპლიკაცია?

– რა თქმა უნდა. ეს ერთგვარი “გარიგებაა”, რომლის დროსაც, აპლიკაციის შემქმნელი მომხმარებელს გართობის საშუალებას აძლევს, სანაცვლოდ, კი შესაძლოა,  მოსთხოვოს გვერდის დალაიქება, პროფილიდან ინფორმაციის მოპოვება, ან ნებისმიერი სხვა რამ. თუმცა, ყველა ამ პირობას მომხმარებელი თავად ადასტურებს რის გამოც, კანონდარღვევა არ არის. ზოგჯერ, მომხმარებელი ვერ იაზრებს მისი ქმედების შედეგს. შემდეგ კი ბრაზდება და ყველაფერში სარეკლამო კომპანიას ადანაშაულებს რაც არასწორია …

ბ-ნო გიორგი, ქართულ ბაზარზე პირდაპირი მარკეტინგის რამდენიმე სახეობა არსებობს.რომელია მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი?

– სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის, პსაქართველოში, პირდაპირი მარკეტინგი და მისი რეგულაციები ცოტა არ იყოს გაუგებარია. თუმცა, რაც შეეხება პირდაპირი მარკეტინგის ფორმებს, გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული არხებია: სმს, ელ.ფოსტა და სატელეფონო – ვერბალური შეთავაზებები. ამ მარკეტინგულ გზებს ბევრად დიდი პოტენციალი აქვთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი კომპანიის მიერ, არასწორად ხდება სეგმენტების შერჩევა და მათთან ინფორმაციის მიწოდება, ცხადია, ეს მომხმარებლის გაღიზიანებასაც იწვევს.

 – რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სარეკლამო კომპანიებიუკანონო გზით მოიპოვებენ მონაცემთა ბაზებს?

– ვფიქრობ, არც მთლად მასეა საქმე, თუმცა, ნაწილობრივ, ისინი მართლებიც არიან. უბრალოდ, საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯაროა, ხელმისაწვდომია სარეკლამო კომპანისითვის მანამდე, სანამ ეს პიროვნება თავად არ მოითხოვს მის შეწყვეტას.

გულწრფელად გეტყვით, რომ სმს რეკლამებისგან გაღიზიანება ხშირად არასწორი სარეკლამო კამპანიის ბრალია. ჩვენი კომპანია იმითაც განსხვავდება, რომ ყოველთვის ვცდილობთ, სწორად შევარჩიოთ სეგმენტი და თითოეული შეტყობინებისგან კონკრეტული შედეგი მივიღოთ …

download (1)გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ,როდიდან არსებობთ და რა ტიპისმომსახურებას სთავაზობთ დაინტერესებულპირებს?

– ჩვენი კომპანია “კიბერ მარკეტინგი” უკვე ერთი წელია არსებობს. ბიზნესს მე და ჩემი მეუღლე – ქეთი მაისურაძე ვუძღვებით. ამ დროის მანძილზე, საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. შევქმენით პლატფორმა, სადაც დამკვეთი გადის რეგისტრაციას და საჭირო აუდიტორიასთან თავად აგზავნის სმს-ებს. შეუძლია დააკვირდეს ჩარიცხვების ისტორიას, გაგზავნილი სმს-ების რეპორტს, სტატუსებს, გახარჯულ თანხებს თარიღების მიხედვით და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის საჭიროა.

გამოდის, რომ თუ თქვენს ბაზაში დავრეგისტრირდები, პოტენციურ მომხმარებლებთანსარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას მეც შევძლებ?

– ტექნიკურად, უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. არის საკითხები, რომლებსაც ხელშეკრულება არეგულირებს.

მობილური ოპერატორებისან სატელეფონო ბაზის მიღება შესაძლებელია? თავად თუმოგიპოვებიათ მათგან მონაცემთა ბაზა? 

– მგონი შესაძლებელია, თუმცა დაზუსტებით ვერ გიპასუხებთ. ჩვენ არ ვიყენებთ მსგავს სერვისს. როდესაც ადამიანი ახალ ნომერს აიღებს და გააქტიურებიდან 15 წუთში უკვე რეკლამა მიუვა, მგონი, რომ ძალიან არასწორია.

მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ ეჭვს იმის შესახებ, რომ მათ მონაცემებსშესაძლოა, გასცემდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფარმაცევტული კომპანიები,მობილური ოპერატორები, ის ორგანიზაციები, რომლებსაც მათ შესახებ შესაძლოა,ინფორმაცია ჰქონდეთ. რას ეტყოდით მათ, ეს სიმართლეა?

– სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ჩვენ არ მივმართავთ მსგავს ქმედებებს.

– პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების დროს, მომხმარებელთან დაკავშირებამდერა წესები უნდა დაიცვან კომპანიებმა, რა უნდა გაითვალისწინონ ?

– პირველ რიგში გამართული უნდა ჰქონდეს USSd კოდი ან მოკლე ნომერი, რომელიც მიმღების მხრიდანგამოწერის გაუქმებას უზრუნველყოფს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც Sms off-ის სერვისი არ მუშაობს. ეს რისგანგამომდინარეობს, სისტემის ბრალია თუ იმ კონკრეტული კომპანიის, რომელიცშეტყობინებას აგზავნის?

– სისტემის ბრალი რა თქმა უნდა, არაფერია. თუ მსგავსი სიტუაციაა, ესეიგი, გამგზავნი კომპანიის ბრალია, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში, კოდი მუშაობს, უბრალოდ, მომხმარებელი ვერ მიჰყვება ინსტრუქციას სწორად.

downloadიმისთვის, რომ ამა თუ იმ პირმა სარეკლამოკომპანია დაარეგისტრიროს, რაიმედამატებითი რეგულაციის გავლაა საჭიროა? ესალბათ კანონდარღვევის ფაქტებსაცშეამცირებდა?

– ვერ დაგეთამხმებით. ყველაფერს არ სჭირდება რეგულაცია, რადგან არის საკითხები, რასაც თავად ბაზარი არეგულირებს…

თქვენი კომპანიის საქმიანობით თუდაინტერესებულა ოდესმე რომელიმე უწყება?მაგალითად. პერსონალურ მონაცემთა დაცვისინსპექტორი? ხომ არ მოუცია რაიმე ტიპისრეკომენდაცია?

– დიახ, დაინტერესდა და დაგვაჯარიმეს კიდეც. თუმცა, ვთვლი რომ საჯარიმო სანქცია არ გვეკუთნოდა. ან თუ გვეკუთნოდა, პირველი შემთხვევა იყო და შეეძლოთ, რომ გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ.

შეიძლება გკითხოთ, რამდენად სოლიდური ჯარიმა გამოგიწერეს?

– 3000 ლარით დაგვაჯარიმეს და როგორც ვიცი, განმეორების შემთხვევაში თანხა კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ყოველ დღე ვმუშაობთ ჩვენს ხარისხზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოდ.

რას გვეტყვით თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებზე?

– საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. მთავარია, ეტაპზე სმს რეკლამის ბაზრის გამოსწორება და ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის იმ შედეგის დადება, რომლის პოტენციალიც ამ ბაზარს ნამდვილად გააჩნია. უამრავი კომპანიაა ჩვენს სისტემაში დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა დღითი-დღე მატულობს. ეს გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ მათთვის შევქმენით ის, რაც მათ საქმიანობას გაადვილებდა და სმს რეკლამას ყველასთვის ხელმისაწვდომას გახდიდა.

ასევე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვებიც მოსწონთ, რადგან მუდმივად იყენებენ ჩვენს სერვისებს. არ ვკმაყოფილდებით შედეგით და ყოველთვის ვცდილობთ, რომ სერვისი დღითი დღე დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.
წყარო: http://cyber.kvira.ge/19158/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები