ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდა.
როგორც ევროპარლამენტარმა შეხვედრაზე აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ, ქართული მხარის საჭიროებების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაა. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებასა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„საინტერესო სამუშაო შეხვედრა იყო. შევთანხმდით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენი მზადება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ინტენსიური იქნება. ასევე, ინტენსიური იქნება გაცვლა კომიტეტებს შორის და პარტიულ ჯგუფებს შორის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ევროპარლამენტის აპარატს შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები