გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ჩავიდა. ის კლინიკაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს. საქართველოს მთავრობის მეთაური უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები