თემურ ჭკუასელი: ომის დროს მამაოებმა გამოიტანეს გვამები, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა

“ძალიან ბევრი მომენტია საქართველოს ისტორიაში გასახსენებელი,როცა ეკლესია ხელისუფლებაზე მეტ საქმეს აკეთებდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა.
თემურ ჭკუასელმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებში ეკლესიის როლზე ისაუბრა და თვლის, რომ ეკლესიას ძლიერი დაფინანსება სჭირდება. თემურ ჭკუასელი აგვისტოს ომის მოვლენებსაც შეეხო.
„ომის დროს, მამაოებმა გამოიტანეს გვამები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა, ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის სასულიერო პირების გმირობის მაგალითებისა. ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ეკლესიას ცხადია, სჭირდება დაფინანსებაც, თუმცა ეს ყველაფერი ერთეულების ხელის მოსათბობად არ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები