გიგლა ბარამიძე: როდესაც საქართველოს პატრიარქს ჯერ არაფერი უთქვამს, ნაადრევია ასეთი აჟიოტაჟი

“თემა, რომელიც აჟიოტაჟის საგანი გახდა, არ უნდა ყოფილიყო ასე გავრცობილი პატრიარქის პოზიციის დაფიქსირებამდე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე ხელისუფლებას და საზოგადოებას ნაადრევი განცხადებების გაკეთების დროს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, იგი თვლის, რომ საპატრიარქომ და სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ ძალებს სჭირდებათ კომპრომეტირება ეკლესიისა. ბევრი კითხვა ისმება, ჯერ დავლოდებოდით ოფიციალურ დასკვნას და მერე გაგვეკეთებინა განცხადებები, ჩვენ უნდა გვცოდნოდა ჯერ ძირითადი მხარის პოზიცია“, -განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები