მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და SBFIC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და SBFIC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (SBFIC) ეროვნული სასახლის ახალი პარტნიორია.
ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (SBFIC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ანია დაინცერმა.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს ქართველ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების დონის გაზრდას, რაც მათ, სამომავლოდ, ბიუჯეტის სწორად განკარგვის, დაზოგვის კულტურის ამაღლებისა და პოტენციური რისკების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები