ირაკლი შოთაძე ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ივან ნოსკევიჩს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები – მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე ასევე, ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციის წევრები: საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი გაიდუჩიონოკი, საგამოძიებო კომიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი განყოფილების უფროსი მიხაილ ვავულო და საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის განყოფილების განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ნიკოლაი ბუშკევიჩი.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ირაკლი შოთაძე სტუმრებს საქართველოს პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგიაზე, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებსა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. დელეგაციის წევრებს ასევე საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე და უწყებაში დანერგილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რაზეც სტუმრებმა ინტერესი გამოხატეს და მომავალში აღნიშნული პროგრამის უფრო დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები