პრეზიდენტი: ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას

“ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების თაობაზე პრეზიდენტის პოზიცია გააჟღერა.
პრეზიდენტის აზრით, ეს გადაწყვეტილება არღვევს და ზღუდავს ადამიანების თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას.
„ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, იაგლანდსაც ესაუბრა. ზოგადად, ეს არის თემა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ მთელი სიმწვავით ისმებოდა და დაისმება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას“, -აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები