პრეზიდენტი ფარულ მოსმენებზე: უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები

 “ე.წ. მოსმენების თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.
“ე.წ. მოსმენების თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ. ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.
პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები