„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-თან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“, კერძო სამშენებლო კომპანიამ, შენობის დემონტაჟისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა. კომპანია განცხადებას ავრცელებს:
„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვარს დილის 12:30 საათიდან, ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა ფშაველას N48-დან – N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან – N48-ის ჩათვლით; ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები