ლევან ღვინჯილია სახლიდან გამოასახლეს – “ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…” (ფოტო)

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. ამის შესახებ ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…”
– ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.
– წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე – სხვის ბინაში.
– დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მდებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
– აი, ასე “წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და “უღრმესი მადლობა” მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი “გულისხმიერებისათვის”, “პროკრედიტ ბანკსა და “ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი “პრინციპულობის” წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და… ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.
– იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული….
– კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.
– ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : “მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია” – აი, მისი პრინციპი.
– ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
– მერე?
– მერე რა იქნება? – ეს ჯერ არ ვიცით!!!
– “საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?”… წერს ღვინჯილია და სახლის ფოტოსურათებსაც აქვეყნებს.

59847421hgh 68878550gh

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები