თბილისის რაიონების გამგებლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს

თბილისის რაიონების გამგებლებმა, მოადგილეებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც სასმელი წყლის ანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი მიმდინარეობს.
სტუმრებმა ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური – „საგურამოჰესი” მოიბახულეს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან გამგებლების ვიზიტს, გიორგი ცხადაძე – კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკატერინე ბერიძე – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია – კომერციული დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი – ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე – ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელებმა, გამგეობის წარმომადგენლებთან, კომპანიის სამომავლო გეგმებზე, საინვესტიციო და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

კომპანია მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები