გია ვოლსკი მანანა კობახიძეზე: დარწუნებული ვარ, მომავალშიც მანანა კობახიძის მთავარი პრინციპი იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში

 “დარწუნებული ვარ, მომავალშიც მანანა კობახიძის მთავარი პრინციპი იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტს გიორგი პაპუაშვილი და მისი რამდენიმე კოლეგა ვერ აკმაყოფილებდნენ და ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფს წარმოადგენდნენ.
“მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლისა და სამართლიანობის მხარეს იდგა, მაშინ როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ადვოკატი და იყო პარლამენტის წევრი. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მისი მთავარი პრინციპი ეს იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში. ეს არის ამოსავალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შევჯერდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს დღეს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები