საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

23-27 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.
ზამთრის სესიის პერიოდში დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრებს გამართავენ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავეცკისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები