მიხეილ სააკაშვილი: პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ის შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, ძველი უჯრედები კვდება

„ჩემო მეგობრებო, ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და სჭირდება ძველის და უვარგისის მოშორება“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-19 ყრილობის მონაწილეებს.
მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკიდან პარტიის ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უფრო, როდესაც პარტიის რიგები უმრავლესობამ დატოვა.
„ჩემო მეგობრებო, ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და სჭირდება ძველის და უვარგისის მოშორება. რაც ახალსა და სიცოცხლის უნარიანს გახდის. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ის შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, ძველი უჯრედები კვდება და ის ივსება ახალი უჯრედებისგან. ყოველი უჯრედისაგან ახალი იბადება ძველის შესაცვლელად. ამიტომ არ იზომება ჩვენი პარტია იმ ადამიანებით, რომლებიც უერთდებიან და აკლდებიან მას. ჩვენი პარტია იმ დიდი პასუხისმგებლობით იზომება, იმ დიდი იდეებით, იმ დიდი ემოციებით, რომელიც არის ამ დარბაზში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დაცვის და გაძლიერების მისია აკისრია. სხვათა შორის, მგონი დავინახეთ კარგად, სად დარჩა ორგანიზაციის ნიჭი , ინტელექტი. ბევრი ყრილობა მინახავს, მაგრამ ეს ყრილობა არის მინიმუმ, ზუსტად ისეთივე ორგანიზებული, როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული ყრილობები და იმაზე უკეთესადაც,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ყრილობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები