სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებს 2017 წლის ტარიფები დაუდგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 23 დეკემბრის საჯარო სხდომაზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების აწჰესის, ლაჯანურჰესის, გუმათჰესების კასკადის, ჩითახევჰესის, ძევრულჰესის, შაორჰესის, რიონჰესის, საცხენჰესის, ორთაჭალჰესისა და სს „ზაჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა.
კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, 2017 წლისათვის ჰიდროელექტროსადგურებს შემდეგი ტარიფები დაუდგინდათ: აწჰესი – 5.865 თეთრი/კვტსთ; ლაჯანურჰესი – 1.593 თეთრი/კვტსთ; გუმათჰესების კასკადი – 2.004 თეთრი/კვტსთ; ჩითახევჰესი -3.807 თეთრი/კვტსთ; ძევრულჰესი – 2.616 თეთრი/კვტსთ; შაორჰესი – 1.933 თეთრი/კვტსთ; რიონჰესი – 3.301 თეთრი/კვტსთ; საცხენჰესი – 5.521 თეთრი/კვტსთ; ორთაჭალჰესი – 2.325 თეთრი/კვტსთ; სს „ზაჰესი“ – 4.781 თეთრი/კვტსთ. ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.