სემეკ-ი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების ზრდაზე მსჯელობს

ეს არის გეგმიური გადახედვა. დღეს ჩვენ ვიხილავთ, სწორედ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა.
შონიას განმარტებით, სხდომაზე მოხდება ყველა იმ კომპონენტის განხილვა, რომელიც ტარიფების დარეგულირებას შეეხება, მათ შორის საუბარი იქნება სამომხმარებლო ტარიფის რეგულაციაზეც. „ჩვენ გადავხედეთ უკვე თბოელექტროსადგურის ტარიფებს და თითქმის ყველა კომპონენტი უკვე განვიხილეთ და მივიღეთ გადაწვეტილება.
ბოლო კომპონენტი, რომელიც შედის შესყიდვის ნაწილში, ეს არის, ასევე ჰიდროელექტროსადგურების ნაწილი, თუმცა არის მეორე მხარეც, კომპანიის მხარეც, რომელსაც აქვს თავსი მოსაზრებები კონკრეტულ ხარჯებთან დაკავშირებით.
კომისია შეაჯერებს, როგორც დეპარტამენტის მოსაზრებებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
დღეს მიღებული ტარიფი გავლენას მოახდენს, რასაკვირველია, სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე და მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება შესყიდვის ფორმის ფორმირება ,“-განაცხადა გოჩა შონიამ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები