ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.6900 ლარად იყიდება.
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დოლართან მიმართებაში ლარი დღეს გამყარების ტენდენციით ხასიათდება.
კონკრეტულად, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა 1 აშშ დოლარი/2.75 ლარით დაიწყო, ამ დროისთვის კი 1 აშშ დოლარი 2,69 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.
დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7710 ლარია. ამასთან, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა, ოფიციალურ გაცვლით კურსთან შედარებით ($1/ 2.77), იაფად შეიძლება, კერძოდ, 1 დოლარის ფასი ამ დროისთვის 2,73 ლარის ნიშნულზე ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები