ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით,ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7710 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7846 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8999 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8938 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები