დოკუმენტური ფილმის – „უზნაძის ეფექტის“ პრემიერა გაიმართება

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის – „უზნაძის ეფექტის“ პრემიერა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმთან ერთად საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კრებულის: „დიმიტრი უზნაძე – სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის“ წარდგინებაც გაიმართება.
საღამოს ორგანიზატორია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები